|
2025-03-03 14:30:38, 428 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - დასავლეთში არსებობს „ომის პარტია“, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
კიევის რეჟიმის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებმა თეთრ სახლში კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიმართლე, რომ კონფლიქტის მოგვარებისადმი რუსეთის ღიაობას წინ ეღობება კიევის მხრიდან სურვილის უქონლობა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მთელი რუსული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტ პუტინის სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესისადმი რუსული მხარის ღიაობის მიუხედავად, მთელ ამ კეთილ ზრახვებს ეწინააღმდეგება კიევის რეჟიმის მხრიდან სურვილის უქონლობა, მხარი დაუჭიროს ასეთ დინამიკას. ჩვენ ეს სრული ძალით ვნახეთ ვაშინგტონში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისივე მტკიცებით, დასავლეთში არის „ომის პარტია“, რომელსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება. „რჩება ქვეყნების ჯგუფი (დასავლეთში), რომლებიც წარმოადგენენ "ომის პარტიას" და აცხადებენ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)