|
2025-03-03 12:32:24, 619 ნახვა
მსოფლიო
FT: კრემლთან დაახლოებული ყოფილი ჯაშუში Nord Stream 2-ის აღდგენის შესახებ აშშ-სთან ლობირებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გამოცემა Financial Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ყოფილი ჯაშუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მათიას უარნიგი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ლობირებს, რომ აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის აღდგენას მხარი დაუჭიროს. უარნიგი, რომელიც Nord Stream 2-ის მშობელ კომპანიას კრემლის მიერ კონტროლირებული ბუნებრივი აირის გიგანტი კომპანია Gazprom-ის სახელით 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა, გავრცელებული ცნობებით, ცდილობს, ამერიკელი ბიზნესმენების დახმარებით ტრამპის გუნდთან Nord Stream 2-თან დაკავშირებით კონტაქტი დაამყაროს. უარნიგის ძალისხმევა უკავშირდება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულებასა და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესახებ. Nord Stream 1 და 2 გაზსადენებია, რომლებიც რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გადის და ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს აწვდის. ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები, რომლებსაც რუსეთი ფლობს სრულად, 5 ევროპული ენერგოკომპანიების მიერაა დაფინანსებული. 2022 წლის სექტემბერში აშკარა დივერსიული თავდასხმის შედეგად Nord Stream-ის 4 გაზსადენი მნიშვნელოვნად დაზიანდა. 2022 წელს აშშ-მ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, მათიას უარნიგსა და კომპანია Nord Stream 2 AG-ს სანქციები დაუწესა. გაზსადენები ამჟამად არ ფუნქციონირებენ.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)