00:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 15:11:26, 417 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და მას დონალდ ტრამპს წარუდგენენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და მას დონალდ ტრამპს წარუდგენენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბიბისის“ ეთერში განაცხადა.

კირ სტარმერის თქმით, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ის ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ არავის სურს იმის ხილვა, რაც პარასკევს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა.

„ჩვენ ახლა შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა, კიდევ ერთ ან ორ ქვეყანასთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე. ამის შემდეგ, ჩვენ ამ გეგმას აშშ-სთან განვიხილავთ. ამგვარად, პარასკევს ღამით განხორციელებული ზარებით, გუშინდელი შეხვედრით და წუხელ გამართული სატელეფონო საუბრებით, ვფიქრობ, ჩვენ სწორი მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი, რადგან, როგორც ვთქვი, არავის სურს იხილოს ის, რაც მოხდა პარასკევს. თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ცენტრალური ფოკუსი, რაც არის უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნა სტარმერმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ მეტი და უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ამას სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა. მისივე განმარტებით, ის ვერ ენდობა ვლადიმერ პუტინს და სწორედ ამიტომ არის საჭირო უსაფრთხოების გარანტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics