00:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 11:44:13, 442 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში €20 მილიონის ინვესტიციებს ჩადებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ლიეტუვამ უკრაინის თავდაცვის სფეროს მხარდაჭერის გაგრძელების ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო და იარაღის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოო საშუალებების შექმნის ინიციატივა წამოიწყო.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას მხარდაჭერას გააგრძელებენ.

ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, რომ "უკრაინის თავდაცვის მრეწველობას დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე, უკრაინელი ინჟინრების მაღალი დონის გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებთა შეუპოვრობისა და სტრატეგიული აზროვნების წყალობით".

"ჩვენ ვისწრაფვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ – ლიტვურ-უკრაინული იარაღის წარმოების განვითარებისკენ როგორც ლიტვაში, ასევე უკრაინაში" - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი.

შეთანხმების ფარგლებში შეძენილი იარაღის კონკრეტული ტიპების დასახელებები არ საჯაროვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics