|
2025-03-02 10:45:35, 617 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში დღეს უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ლონდონში დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან : იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები. შეხვედრას ასევე დაესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. “პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება, რაც მან გაიმეორა, როდესაც თბილად მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის დაუნინგ სთრითზე შაბათს საღამოს, სამიტის წინ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სამიტზე განიხილება: უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და გაზრდილი ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე; მტკიცე ხანგრძლივი შეთანხმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში მუდმივ მშვიდობას და უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს შეაკავოს და თავი დაიცვას რუსეთის მომავალი თავდასხმისგან; შემდგომი ნაბიჯები უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების დაგეგმვისთვის. „პრემიერ-მინისტრმა ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამონახოს წინსვლის გზა, რომელიც დაასრულებს რუსეთის უკანონო ომს და უკრაინას უზრუნველყოფს ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)