|
2025-03-01 11:14:34, 522 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა
ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ მას მშვიდობა სურს. „მან უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. არ სჭირდება აქ დგომა და თქმა: „პუტინი ეს, პუტინი ის“, სხვა ყველაფერი უარყოფითის თქმა. უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. ომი აღარ მინდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას განიხილავს ის. „არ აქვს მნიშვნელობა რას განვიხილავ. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე. ეს არ იყო ადამიანი, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურდა და მხოლოდ ის მაინტერესებს, სურს თუ არა მას სისხლისღვრის დასრულება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)