|
2025-02-28 09:21:59, 634 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დონალდ ტრამპთან უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება განიხილა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება განიხილა, რომელიც, მისი თქმით, იქნება „მკაცრი და სამართლიანი“. სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი შეთანხმების მხარდასაჭერად მზადაა. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ტრამპს, არ მიიღოს ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც „დააჯილდოებს“ რუსეთს ან მის მოკავშირეებს. „ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენს ღრმა და პირად ვალდებულებას მშვიდობის დამყარებისა და მკვლელობის შეჩერებისკენ. მაგრამ ჩვენ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. გაერთიანებულ სამეფოში არის ცნობილი ლოზუნგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – „ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობა“, და ეს არის ის, რაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ, რადგან არ შეიძლება, იყოს მშვიდობა, რომელიც აჯილდოებს აგრესორს ან წაახალისებს სახიფათო რეჟიმებს, როგორიცაა ირანი. ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმუშაოთ ერთად კარგი შეთანხმების მისაღწევად. დღეს განვიხილეთ გეგმა, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც არის მკაცრი და სამართლიანი, რომლის ჩამოყალიბებასაც უკრაინა ხელს შეუწყობს, რომელიც არ მისცემს საშუალებას პუტინს, დაბრუნდეს უფრო მეტისთვის. ჩვენ, დიდი ბრიტანეთი, მზად ვართ, მიწაზე ჯარები და ცაში თვითმფრინავები გავგზავნოთ შეთანხმების მხარდასაჭერად. მოკავშირეებთან ერთად მუშაობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ შეთანხმებას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ მშვიდობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტარმერმა. სტარმერმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს, ვიდრე აქამდე. ამასთან, სტარმერის თქმით, ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპამ უნდა „გაზარდოს“ თავდაცვის ხარჯები. დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტარმერმა ასევე დაადასტურა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გადაწყვიტეს, „დაიწყონ მუშაობა ახალ ეკონომიკურ შეთანხმებაზე, მოწინავე ტექნოლოგიებით“.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)