03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 13:14:21, 366 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის საგარეო მინისტრი - პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეეცდება, შეასუსტოს აშშ და დაიბრუნოს კონტროლი უკრაინაზე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეეცდება, მიაღწიოს იმას, რასაც ვერ მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ ომში, შეასუსტოს შეერთებული შტატები და დაიბრუნოს კონტროლი უკრაინაზე.

ბრაჟე აღნიშნავს, რომ 140-მილიონიანმა რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ხელში ჩაგდებისა და 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის 20%-ზე ნაკლებზე მოიპოვა კონტროლი. მისი თქმით, პუტინმა ვერ შეასუსტა შეერთებული შტატები და ნატო-ს სამხედრო ალიანსი.

ბრაჟეს განცხადებით, მსოფლიო ხედავს, რომ პუტინი როდესაც სხვა ქვეყნებში ერევა, მას სურს გააკონტროლოს როგორც ტერიტორია, ასევე მათი მთავრობების პოლიტიკური არჩევანი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სირიაში ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ბაშარ ალ-ასადის ავტორიტარულ რეჟიმს და მიიღო სამხედრო ბაზები ხმელთაშუა ზღვაზე.

როგორც ბრაჟემ აღნიშნა, ლატვია და ბალტიისპირეთის მეზობელი ქვეყნები, ესტონეთი და ლიეტუვა მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics