19:14 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 12:11:12, 348 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ, სახელმწიფო ყველა ზომას იღებს

ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ - სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სრულად არის მობილიზებული რათა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს.

„რაც შეეხება სტიქიას, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. პროგნოზის თანახმად, ორი დღე იქნება კვლავ თოვლი. სახელმწიფო სრულად არის მობილიზებულია რათა სხვადასხვას დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს, კომუნიკაცია შედგეს, ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი.

ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც ამ დროს გვაქვს სახეზე“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics