18:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 14:13:42, 415 ნახვა

საზოგადოება
იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა

მიმდინარე წლის იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებითა და საურავებით ნაერთ ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა.

ამასთან, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თანახმად, 2025 წლის იანვარში, ბიუჯეტის შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან, ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში 15 918 782 ლარია.

სხვა დარღვევებისთვის სანქციების რაოდენობა კი ასეთია:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 12 330 225 ლარი; დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 727 076 ლარი; უბილეთო მგზავრობის გამო 103 028 ლარი; საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო 10 040 ლარი; შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის 1 384 514 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო 56 344 ლარი; საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო სანქციებიდან 169 900 ლარი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი 683 685 ლარი; სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 57 000 ლარი; სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე 69 401 ლარი; პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო 32 500 ლარი; შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“ 195 100 ლარი; სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო ჯარიმებმა კი 2 142 096 ლარი შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics