21:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 11:05:14, 455 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.ტ., 2001 წელს დაბადებული ა.ღ., 1994 წელს დაბადებული დ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული კ.ჭ., 1998 წელს დაბადებული შ.ა. და 1998 წელს დაბადებული კ.ჭ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ა.შ., 1982 წელს დაბადებული ზ.პ., 2001 წელს დაბადებული ო.ს., 2000 წელს დაბადებული მ.გ. და 1999 წელს დაბადებული ი.ო.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული ლ.ლ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1994 წელს დაბადებული ა.ზ., 1991 წელს დაბადებული ნ.გ., 1980 წელს დაბადებული რ.ბ. და 1985 წელს დაბადებული ა.ვ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული გ.ს., 2004 წელს დაბადებული ს.ს., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1997 წელს დაბადებული მ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ო.ფ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“,და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics