|
2025-02-21 09:37:13, 476 ნახვა
საზოგადოება
21 თებერვალი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -6, -1°. აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი და და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით -5, 0°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -8, -3°. თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით 0°.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)