21:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 17:56:17, 369 ნახვა

სამართალი
სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე პოლიციელი თედორე გიორგაშვილი დაიკითხა.

როგორც მოწმემ განაცხადა, სხვიტარიძე მან და დეტექტივმა გიორგი კაპანაძემ 2024 წლის 5 დეკემბერს დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. გიორგაშვილის თქმით, დაზარალებული იყო პოლიციელი მირიან ქავთარაძე და დაკავების ოქმი მან შეადგინა.

როგორც მოწმემ განაცხადა, სხვიტარიძეს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და ოქმშიც ასახა. თუ საიდან მიიღო დაზიანებები, ამაზე მოწმის თქმით, სხვიტარიძემ მას პასუხი არ გასცა.

ადვოკატის შეკითხვაზე, საბა სხვიტარიძე დილის 04:00 საათზე როგორ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში, მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის.

სხვიტარიძის ადვოკატი მოწმის ჩვენებას არ ენდობა. როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, სხვიტარიძე რეალურად ზესტაფონის გზაზე მანქანაში დააკავეს, პოლიციის გამყოფილებაში მასზე პოლიციელებმა იძალადეს და მოგვიანებით დაკავების ოქმი გააყალბეს, რომლის მიხედვითაც, თითქოს 5 დეკემბერს გამთენიისას თავად გამოცხადდა პოლიციაში და საშვი დაუშვეს.

მოსამართლემ ადვოკატს კოკა კაციტაძის უწყებაში ჩატარებული გამოძიების მასალების აღნიშნულ საქმეზე დართვის შუამდგომლობა, ასევე 13 პოლიციელის დაკითხვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, რომლებიც, დაცვის მხარის თქმით, სხვიტარიძის დაკავებაში, საშვის დაშვებაში, ოქმის შედგენასა და ბრალდებულის საქმეში მონაწილეობდნენ.

საბა სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი პროცესი 4 მარტისთვის ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics