21:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 22:09:14, 444 ნახვა

საზოგადოება
იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში“

იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში,“ რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს ეხება. სტატიაში განხილულია მისი დაკავების გარემოებები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები.

 ავტორი აღნიშნავს, რომ ამაღლობელის საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო.

„ამჟამინდელმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიძგი მისცა ახალ რეპრესიულ და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააჩუმოს განსხვავებული ხმები. ჟურნალისტები თავდასხმების სამიზნე გახდნენ. ამ ვითარებაში მყოფ მედიის მუშაკებს შორის განსაკუთრებული აღშფოთება და შეშფოთება გამოიწვია მზია ამაღლობელის ბედმა. ამაღლობელი ახლა შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას აზიანებს და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ჟურნალისტისადმი სოლიდარობის ნიშნად სხვა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.“ - წერია სტატიაში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ დააკავეს, როდესაც მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მას არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები. შემდეგ იგი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მას ბრალად ედება პოლიციელისათვის სილის გაწნა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა შიმშილობის გამო, რის გამოც იგი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობა სტაციონარში გაგრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics