2025-02-12 11:32:53, 340 ნახვა
საზოგადოება
მეოთხე დღეა თბილისში 45 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება
თბილისში უკვე მეოთხე დღეა 45 ათასამდე ოჯახს გაზი არ მიეწოდება. მიზეზი 9 თებერვალს ავარიულად დაზიანებული მილსადენია, რომლითაც დედაქალაქის ერთი ნაწილი მარაგდებოდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია აცხადებს, რომ 150 ათასი აბონენტიდან 70% გაზის მიწოდება უკვე აღუდგა, დარჩენილ 30% კი, რომელიც დაახლოებით 45 ათასი აბონენტია, დღის ბოლომდე მიეწოდება გაზი.
სემეკში 17 თებერვალს გაიმართება, რომელზეც განიხილავენ აბონენტების მიერ დაფიქსირებულ შენიშვნებს გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,