2025-02-11 17:24:21, 374 ნახვა
სამართალი
აქციების მონაწილე სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი და პიანისტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი, მამუკა ჯორბენაძე და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს, 28 იანვარს კი მათ მოსამართლემ აღვკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მხოლოდ პროფესორსა და 3 სტუდენტს.
რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, ის პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,