06:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 16:57:55, 637 ნახვა

პოლიტიკა
ლასლო კოვერი - ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიაღწევს მიზნებს და ამ ათწლეულის ბოლომდე გახდება ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა

 

თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება სიმბოლურად გამოხატავს მეგობრობას, ერთობლივ თანამშრომლობას და საერთო მიზნებს, რომელთა მიღწევასაც მომავალში ვგეგმავთ, ასევე იმედი მაქვს, რომ ის იქნება პრაქტიკული ჩარჩო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლასლო კოვერმა განაცხადა.

როგორც ლასლო კოვერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა, ეს ასევე ნიშნავს, რომ საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება ზომები და ინსტრუმენტები საქართველოს ინტეგრაციის, განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობისთვის.

„ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების კუთხით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს სრულ მხარდაჭერას მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობაში. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მხარს დავუჭერთ მის განვითარებას ქვეყნის უფლებების პატივისცემით, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის, ისე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ზომა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა საქმეებში და ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში ჩარევისკენ, მიუღებელია“, – განაცხადა კოვერმა.

მისივე თქმით, უნგრეთს ესმის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

„ჩვენც ვაწყდებით იგივე გამოწვევებსა და თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და არა მხოლოდ კანდიდატები. ჩვენ ვიცავთ ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნების პრინციპები იყო. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერენ ამ პრინციპებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები უნდა შეფასდეს ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ გარედან ვხედავთ საქართველოს შიდა განვითარებას. ვხედავთ მყარ ეკონომიკურ ზრდასა და გაძლიერებას. მთავრობის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიაღწევს მიზნებს და ამ ათწლეულის ბოლომდე გახდება ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში. მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და მხარი დავუჭიროთ მის მცდელობებში. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელიც თვლის, რომ ეროვნული სუვერენიტეტი არის ერთ-ერთი უმაღლესი პრინციპი და ღირებულება, უნგრეთის მსგავსად“, – განაცხადა კოვერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics