19:36 - 28 Oct, 2026
|
2025-01-26 16:31:12, 800 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. მასთან ერთად გაემგზავრნენ თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრებიც: ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ლევან ჟორჟოლიანი. გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)