|
2025-01-26 14:50:34, 813 ნახვა
პოლიტიკა
დენიელ ფრიდი საქართველოზე - მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას
"მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე“, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც, და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს მომავალი არაა დემოკიდებული იმაზე, რას გააკეთებს დასავლეთი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. დიპლომატის თქმით, საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია. „საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია, „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და ეს შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, [გახდეს] მასზე დამოკიდებული“, - განმარტა დენ ფრიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)