07:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 10:44:21, 862 ნახვა

პოლიტიკა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. - ამის შესახებ ჟურნალისტი "მთის ამბების" მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. 

"„მთის ამბებმა“ მასთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ." - აცხადებს გელა მთივლიშვილი.

ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ" - თქვა მან "მთის ამბებთან" ინტერვიუში

2025 წლის იანვრის დასაწყისში გოდოლაძე თბილისის მერიას დაუპირისპირდა 6 ცათამბჯენის იპოდრომზე აშენების გამო.

"უკვე აზრი არა აქვს, წერე და ილაპარაკე, მაინც “მოჭიდავეები” წყვეტენ ყველაფერს. მერიაში საჩივრის განხილვაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია. დავდივართ მერიაში განხილვებზე, ოთახში მჯდომთანაგ, ყველამ იცის, რომ მართლები ვართ, მაგრამ ყუფარაძე რეკავს და ჰა, ახალე თავი კედელს. სასამართლო ცალკე კარიკატურადაა ქცეული." დაწერა მან 4 იანვარს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics