09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 12:10:07, 490 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის სისასტიკე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს

სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე, PACE-ს ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში - საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში, ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.

ასევე სერგო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, ვერ ისარგებლებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად და მათ გარკვეული სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ - ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა მიღებული. ახლა მიმდინარეობს პრაქტიკული და ტექნიკური აღსრულება, სავარაუდოდ თებერვალში შევა ძალაში, თუმცა ასევე ვნახეთ ინდივიდუალური ქვეყნების გადაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ, რომ ვეღარ შევლენ მაგალითად, გერმანიაში, ბალტიისპირეთში და ამ ქვეყნების სიაც გაფართოვდება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics