17:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 14:21:05, 469 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს წინ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებმა მოითხოვეს, შეუჩერდეს პოლიციის მაღალჩინოსან დგებუაძეს უფლებამოსილება

შინაგან საქმათა სამინისტროსთან  ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები  მოითხოვენ, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება.

ჟურნალისტები თვლიან, რომ მოძალადე პოლიციის უფროსი თანამდებობიდან უნდა გადადგეს შემდეგ კი პატიმრობაში მიეცეს. ჟურნალისტის ნინია კაკაბაძის განცხადებით, რომ ახლა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულებს საპყრობილის კარი გაუხსნან. 

"ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში. ყველაფერი განმეორდება ისე, როგორც ეს იყო რუსეთში. ჩვენ არ გვჭირდება მკითხაობა, რა იქნება. ჩვენ უნდა ჩავხედოთ რა იყო რუსეთში და გადმოვიტანოთ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც იყო რუსეთში, იგივე მეორდება'', - ამბობს ნინია კაკაბაძე.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“ – ამ და სხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მიტანილი მედიის წარმომადგენლებს.

ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics