17:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 12:15:24, 515 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - გიორგი ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოწვევა რესპუბლიკური პარტიისგან მოუვიდა, მოსაწვევი მე არ მინახავს

გიორგი ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოწვევა რესპუბლიკური პარტიისგან მოუვიდა, მოსაწვევი მე არ მინახავს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეს მეორე მოწვევაც აქვს, რომელიც საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრებას ითვალისწინებს.

„გიორგი ვაშაძეს მოწვევა რესპუბლიკური პარტიის შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოუვიდა. ეს მოწვევა, მე როგორც ვიცი, არ არის მხოლოდ ინაუგურაციაზე დასწრების, ასევე გიორგის აქვს მეორე მოწვევაც, რომელიც ითვალისწინებს საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე მის ყოფნას. აქამდე ზუსტად ვერ გეუბნებოდით, რადგან არ ვიცოდი. სასწრაფოდ დაგვჭირდა ბილეთების ყიდვა, გიორგი უკვე გაფრინდა და ამ ღონისძიებებში საქართველოს სახელით სიამოვნებითა და სიამაყით მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ვინ დაპატიჟა გიორგი ვაშაძე რესპუბლიკური პარტიიდან, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ მოსაწვევი არ უნახავს და ზუსტი პასუხი ამაზე არ აქვს.

„მე არ მინახავს მოსაწვევი, ამიტომ ვერ გეტყვით. მე როგორც ვიცი, გიორგის აქვს კონტაქტები რესპუბლიკურ პარტიასთან, ჩვენი პარტნიორები არიან ამერიკელი რესპუბლიკელები და მოსაწვევი არის რესპუბლიკური პარტიიდან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics