|
2025-01-18 08:09:57, 461 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - IRI მზად არის დაგვეხმაროს ახალი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობების შექმნაში
IRI მზად არის დაგვეხმაროს ახალი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობების შექმნაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტთან და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს, მისი საზოგადოებრივი ძალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩასატარებლად იმ პირობების შექმნაში, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება. მათი მხრიდან არის დახმარების მზაობა. ჩვენ მათ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება. ამაზე სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები. მხარდაჭერა არსებობს - ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში არჩევნებზე, რომელიც გაყალბების საკითხზე ძალიან მკაფიო იყო. მათ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები აქვთ, რითაც ასევე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)