|
2025-01-17 15:16:19, 434 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს გამოცემა „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა, მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი. „მე მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, განსაკუთრებულ ადამიანს. მზია ამაღლობელი ბოლოს დაიჭირა ასლან აბაშიძემ, ვინაიდან სიმართლის მატარებელი იყო ყოველთვის, საოცარი მედიები შექმნა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, ისევე, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების. მე მინდა, თუ ისინი მიყურებენ ვუთხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი იდეურობით, მათი იდეალიზმით, პატრიოტიზმით, შეუპოვრობით, გამბედაობით და ოპტიმიზმით და იმის რწმენით, რომ ეს ყველანაირი კოშმარი ძალიან მალე ჩაბარდება წარსულს ისინი არიან ტყვეები, ისინი არიან, ისევე, როგორც მე, კრიმინალური სინდიკატის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)