|
2024-12-29 14:04:19, 381 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 179 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეის პროვინცია მუანში Jeju Air Boeing 737-800-ის ჩამოვარდნის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი, რომელიც ბანგკოკიდან მიფრინავდა, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ღობეს დაეჯახა, იტყობინება Reuters კვირას, 29 დეკემბერს. ადგილობრივი ტელეკომპანია MBC-ის მიერ მოწოდებულ ვიდეოზე დაყრდნობით, AFP წერს, რომ თვითმფრინავის ძრავებიდან კვამლი გადმოდიოდა დაშვებისასაც, რის შემდეგაც გემს ცეცხლი მოედო. სხვა მასალები მიუთითებს იმაზე, რომ ცეცხლი ძირითადად თვითმფრინავის უკანა მხარეს გავრცელდა. თვითმფრინავის ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა - 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. მედიის ცნობით, მგზავრებიდან 173 სამხრეთ კორეის მოქალაქეა, კიდევ ორი ტაილანდელი. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ეროვნული სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით, მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა. წინასწარი მონაცემებით, ერთი გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია, მეორე კი მგზავრი. თავდაპირველად გემის უკანა ნაწილში დაფიქსირდა მინიმუმ 29 მსხვერპლი. მოგვიანებით ხელისუფლებამ დაადასტურა მინიმუმ 62 ადამიანის დაღუპვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩოი სანგ-მოკმა, რომელიც დასახელდა ქვეყნის დროებით ლიდერად მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ჰან დეოკ-სო გადააყენეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, უბრძანა რეაგირების ჯგუფს სიტუაციის შეკრება. ყველა შიდა და საერთაშორისო რეისი მუანის აეროპორტში, რომელიც სეულიდან 288 კილომეტრშია, გაუქმდა, იტყობინება Yonhap.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)