|
2024-12-27 11:45:51, 407 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, არ ჩაიდინოს დანაშაული
ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ცუდი სურათი იქნება მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. „სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არა მარტო ჩვენი უფლება, არამედ მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი, ეს შეიძლება, აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს, შეიძლება, მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი. ესეც ქვეყანას არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია და არა პარტიული ოფისი და იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. „მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება. ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად, იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას, არა მხოლოდ უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)