16:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 23:35:08, 512 ნახვა

პოლიტიკა
რუხაძე - იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ბიზნესმენებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც რუხაძემ აღნიშნა, "იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ".

რუხაძის თქმითვე, უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად.

"ახლაც ფაქტობრივად ისეთი სიტუაციაა, ორი უზარმაზარი იმპერია რუსეთი და ამერიკა თავისი ინტერესებით ჩვენს გარშემო, ჩვენთან და უკრაინაში ხდება რაღაცა გარჩევა და ჩვენ ამის შუაში აღმოვჩნდით. ასე თუ შეხედავ, ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა. და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაცა, რაც მოყვა, უკვე სხვანაირად აღიქმება. შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ.

ეს ვთქვი მე იქ და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როცა ასეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ ეს მოჰყვე და მოჰყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა მაინც დაგიჯეროს შენი მოსახლეობის, მე ვთქვი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომებით. მაგალითად არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში და რომელიც მერე ერთ საათში გიწევს იმის შეცვლა, ახსნა. ამდენი ხანია უკვე, იმ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ. ეს არ შეიძლება. უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა და იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად",- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics