16:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 13:19:14, 398 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, გამარჯვების გარეშე არ უნდა გავუშვათ - შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება

თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე - მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ხალხის ერთ წრეზე სიარულის დაშვება არ შეიძლება.

„მე მინდა გვესმოდეს, რომ სანამ ხალხი არის ქუჩაში, არის იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ ხალხი ქუჩაში უსაშველოდ და დაუსრულებლად არ უნდა იყოს. ხალხს სჭირდება შედეგი. ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ. თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრიფავთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება. ქვეყანაში ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან ეს გამარჯვება. საქართველო იმსახურებს და მიიღებს ბევრად მაგარ მომავალს“,- ამბობს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics