2024-12-21 10:35:33, 362 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაგდებურგში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „თავდასხმა არის საშინელი შეტევა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“.
„მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა არის საშინელი შეტევა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა“,- წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 დეკემბერს გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხში შევარდა. რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,