|
2024-12-20 17:43:02, 461 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები - ბერსეს პრესკონფერეცია ქვეყანაში ვითარებას ამძიმებს და „ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს
მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, „ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერეცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსეს 18-20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდა, რომელიც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ არჩვენების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით“.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)