22:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 17:14:46, 366 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა.

სესიის დახურვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ცესკოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ,   ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე.

როგორც, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მან დღეს შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატებს შეუძლიათ ორი კვირის განმავლობაში საკუთარი განცხადება წარადგინონ.

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics