23:52 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 14:20:51, 363 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა იმის დემონსტრირებაა, რომ „ოცნება“ კრემლის მართული ძალაა

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძის განცხდაებით, „რაც მეტ სანქცირებულს დააწინაურებს „ოცნება“, მით მეტად ცხადყოფს საკუთარ უსუსურობას და მეტად მოახდენს საკუთარ ლუსტრაციას მათივე მხარდამჭერებში“.

„ივანიშვილის არალეგიტიმურ  მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი აქვს - დემოკრატიულმა სამყარომ მათ სამუდამო იარლიყი ჩამოჰკიდა და მსოფლიო დამნაშავეებად ცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსული სტილით მოქმედებაში. 

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, რადგან „მაგნიტსკის აქტი“ სწორედ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტრუმენტია. 

ჩვენ, ქართველ ხალხს, ახლა რუსთთან გადამწვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები - ქვეყნის გათავისუფლება მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან! 

ერთი რამ კარგია, რაც უფრო მეტ სანქცირებულს დააწინაურებენ, მეტად გამოაჩენენ საკუთარ უსუსურობას და უფრო მალე მოხდება მათი ლუსტრაცია საკუთარ მხარდამჭერებში!“- წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics