|
2024-12-18 09:32:20, 419 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისს დღეს ეწვევა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე თბილისში ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს. ევროპის საბჭოს ცნობით, ვიზიტისას გენერალურ მდივანს ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები თან ახლდებიან. „სტრასბურგი, 2024 წლის 17 დეკემბერი - 18 დეკემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩავა. ვიზიტისას გენერალურ მდივანს თან ახლდებიან ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები. ვიზიტი იმართება პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის პირობებში, რომელსაც თან ახლავს პოლიტიკური დისკურსის უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის ფაქტები. ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობები, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით. საქართველო, რომელიც 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, ვალდებულია, პატივი სცეს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას. ეს პრინციპები, რომლებიც ევროპის საბჭოს წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია (ECHR) ჩამოყალიბებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შესაძლებლობით, ეს გზავნილი მკაფიოდ გაემეორებინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბრებისას. ამ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ასევე, უხმობს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებისგან და პატივი სცეს ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისთვის და საქართველოს ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომზადდა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის 18 ოქტომბერს დაამტკიცა, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭო მზად არის, ეს მხარდაჭერა ადგილზე არსებულ რეალობას მოარგოს და ამავე დროს აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი პრიორიტეტები აუცილებელია ეროვნული დონეზე რეფორმების პროგრამაში აისახოს. გენერალური მდივანი მიესალმება ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას. იგი მათ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)