19:19 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 00:25:11, 513 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთის საგარეო - საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი სრულად დავუჭირეთ

ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ესპანეთის საგარეო უწყება ასევე უთითებს, რომ დეზინფორმაცია დემოკრატიებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“,- ნათქვამია ესპანეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“.

„ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“,- განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე, განცხადება გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანის“ გამო, იმედგაცრუება გამოხატა.

რუმინეთის შემდეგ, განცხადება გაავრცელა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას, მხარი დაუჭირა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics