19:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 15:39:07, 421 ნახვა

პოლიტიკა
ლუაზო - „ქართული ოცნება“ მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და არ არის რუსეთი, მაგრამ ამას ვერ ვხედავ

არჩევნები მოპარული იქნა, ის გაყალბდა და მათი მომავალიც მოპარული იქნა - მათი ოცნებაც მოპარული იქნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ლუაზომ განაცხადა, "ქართული ოცნება" მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და არ არის რუსეთი, თუმცა ლუაზოს თქმით, ის ამას ვერ ხედავს.

"ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ დავყრუვდით და არ გვესმის, რას ამბობენ დემონსტრანტები საქართველოში უკვე მერამდენე დღეა? არჩევნები მოპარული იქნა, ის გაყალბდა და მათი მომავალიც მოპარული იქნა - მათი ოცნებაც მოპარული იქნა.

"ქართული ოცნება" მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და არ არის რუსეთი, მაგრამ საქმეზე ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემასა და ოპოზიციონერების დაპატიმრებას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის თავზე ღრუბლები იკვრება და ნუთუ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუშალოთ "ოცნებას", რომ დაასამაროს ნამდვილი ქართული ოცნება? ქალბატონი ზურაბიშვილი იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ადგილი ევროპული დემოკრატიების ოჯახშია და სალომე ზურაბიშვილი პლენარულ სხდომაზეც ისაუბრებს ამაზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ ტყუილად არ აქვთ ჩვენი იმედი",- განაცხადა ლუაზომ [სინქრონული თარგმანი].

შეგახსენებთ, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics