19:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 14:49:23, 478 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - ჰააგის ტრიბუნალში ამბავი მიტანილია - ის ჩაგვრა არავის შერჩება

ჰააგის ტრიბუნალში ამბავი მიტანილია, ის ჩაგვრა არავის შერჩება,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს.

დოლიძის თქმით, თბილისის ქუჩები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს გადასცა.

„ჰააგაში ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩამომეტანა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით. მე თქვენ დაგპირდით, რომ ყველა ძალას მოვახმარ, ჩემს კონტაქტებს, ჩემს გამოცდილებას, ჩემს ცოდნას, სამუდამოდ დასრულდეს ძალადობის კულტურა პოლიციაში, რომლის ნაწილი გადააქციეს მილიციად და რომელმაც ნოემბრის დასასრულს, დეკემბრის დასაწყისში გამოიყენა სრულიად დაუშვებელი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ. 

ამას მოჰყვა სანქციები, სანქციები არის პოლიტიკური ზომა, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი შედეგები. საერთაშორისო სამართალში ის ზომები, რაც იყო გამოყენებული აქციებზე, არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. 

ჩამოვედი და ჩამოვიტანე მთელი დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია, რაც არის დევნა თბილისის ქუჩებში, ალყა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გაზის კაფსულების გამოყენება გაფრთხილების გარეშე, წამება და არაადამიანური მოპყრობა. სწორედ ასეთ დანაშაულებს იძიებს ჰააგის ტრიბუნალი. 

შეხვედრა მქონდა იმ განყოფილებასთან, რომელიც წინასწარ აგროვებს ინფორმაციას და წყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება. მათ მე ეს ინფორმაცია გადავეცი. ჰააგის ტრიბუნალში ამბავი მიტანილია, ის ჩაგვრა არავის შერჩება“,- აცხადებს დოლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics