|
2024-12-16 19:40:53, 428 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტის მე-19 დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პროტესტის მე-19 დღე - რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს. ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე ამ დროისთვის პოლიციის მცირე ეკიპაჟებია მობილიზებული. ამასთან, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან” სპეც.ტექნიკაა განთავსებული. რამდენიმე წუთის წინ კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას აპროტესტებენ მსვლელობით „პირველი არხის“ შენობისკენ დაიძრა. შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)