05:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 20:56:08, 351 ნახვა

პოლიტიკა
ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები რუსთაველზე აქციას შეუერთდნენ

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები.

„არჩევნები! არჩევნები“ - სკანდირებენ ისინი. „ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს! არა ძალადობრივ რეჟიმს“, - წერია მათ მიტანილ ბანერებზე.

რუსთაველის გამზირი დღეს მეთვრამეტედ გადაიკეტა - საღამოს შვიდი საათისთვის საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეწყდა.

მანამდე აქციაზე მივიდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები - გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების, არჩევნებზე დამკვირვებელთა მარშები.

აქციას შეუერთდნენ ინტელექტუალური თამაშისა და ტელეგადაცემის, „რა? სად? როდის“? მოთამაშეები.

ასევე, გაიმართა ისტორიული კონკურენტების, საფეხბურთო კლუბების, ესპანური მადრიდის რეალისა და ბარსელონას, გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics