20:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 21:47:20, 646 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - „ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა, რომ EU-სთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაესამარებინა

„ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ახლა მთავარი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგად მიიღო.

ამ ერთი წლის მანძილზე ქვეყანას რომ ჰყოლოდა ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, დღეს ჩვენ ევროკავშირთან გახსნილი გვექნებოდა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირზე გაწევრიანების თაობაზე. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა.

ცხადია, ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად შესაძლებელი იყო ევროკავშირიდან მიღებული რეკომენდაციების შესრულება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი შესრულების ნაცვლად მიზანმიმართულად მოახდინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და ფუნდამენტური მოთხოვნა-ქვეყანაში ჩატარებულიყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უგულებელყო. მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მიიტაცა და მისი შედეგები გააყალბა. შემდგომ თვითმარქვია ძალამ არც ეს იკმარა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ახლა მთავარი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყნის სათავეში მოვიდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში არჩეული ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება-ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და მოკლე ვადებში დასრულება იქნება“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics