2024-12-11 13:28:52, 445 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 13 დეკემბერს თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბლინკენის ვიზიტის მიზანი სირიაში არსებული ვითარების განხილვაა.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,