15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 20:18:24, 369 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - ჩემს საცხოვრებელ სახლში ივანიშვილის „ომონი“ შევარდა, რომელიც ეძებს იმას, რაც არ არსებობს!

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან დიმიტრი ჩიქოვანის ინფორმაციით, სამართალდამცავები მის საცხოვრებელ სახლში შევიდნენ.

როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, „ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება“.

„ყველას კარგად ახსოვს ოცნების მთავარი პროპაგანდისტის - შალვა რამიშვილის მიერ კარგად ორგანიზებული პროვოკაცია 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, რომელიც ჩემი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ “ძალადობის” ფაქტის დადასტურებას ისახავდა მიზნად. „ოცნების“ პროპაგანდას ჩემი სახელი და გვარი განსაკუთრებით ხშირად, სწორედ დიდი საპროტესტო ტალღების დროს ახსენდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული სახელისუფლებო მანქანა და სისტემა არ გაჩერებულა - ივანიშვილის რუსული ძალოვანი სტრუქტურები მდევნიდნენ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის, პოლიტიკური კუთვნილებისა და ნათესაური კავშირის გამო. ყველას კარგად ახსოვს 2024 წლის 8 მაისს ჩემს სახლთან მომხდარი თავდასხმა, სადაც ოცნების ტიტუშკებმა უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს - დღემდე არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი!

დღესაც, ჩემ საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის „ომონი“, რომელიც ეძებს იმას, რაც უბრალოდ არ არსებობს! ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება.

მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო. მე ვარ დიმიტრი ჩიქოვანი, მამა, შვილი, ამ ქვეყნის ამაყი მოქალაქე და არასდროს დავუშვებ იმას, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს!“- წერს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს პოლიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებშიც შევიდა.

სამართალდამცველები იმყოფებოდნენ „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.

გუშინვე იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა.

დღეს, 5 დეკემბერს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics