15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 14:08:45, 583 ნახვა

საზოგადოება
სეზონური გრიპის ვაქცინაცია - საფრთხე თუ გამოსავალი?

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციაა, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს. დაავადება ძირითადად ხასიათდება ხველებით, მაღალი სიცხით, თავისა და ყელის ტკივილით.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას დაავადებისგან დასაცავად. სეზონური გრიპის ვაქცინა ხელს უწყობს იმუნურ სისტემას, რომ სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს ვირუსს. ვაქცინაციის გაკეთება განსაკუთრებით რეკომენდებულია რისკჯგუფებისთვის: ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ასაკოვანი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვაქცინა ბევრ ადამიანზე დადებით ეფექტს ახდენს, მისი გამოყენების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი ადამიანი პანიკის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია მავნე შეიძლება იყოს, თუმცა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისა და ექიმების კვლევების მიხედვით, გრიპის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. 

გარდა ამისა, წითელი ჯვარი სეზონური გრიპის ვაქცინაციის პოპულარიზაციას სხვადასხვა მეთოდით ანხორციელებს, რადგან ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. წითელი ჯვარი თანამშრომლობს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან და აფთიაქებთან, რათა ვაქცინა იყოს უფრო ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ხშირად ახორციელებს მედიაკამპანიებს, რომლებითაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დროულად მიიღონ გრიპის ვაქცინა, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში.

გრიპის ვაქცინის უარყოფამ შესაძლოა მძიმე გართულებები და ეპიდემიის გაძლიერება გამოიწვიოს. საქართველოში ეს საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობას და ვაქცინაციის აქტიურობას ეხება.

მასალის ვრცლად გასაცნობად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics