13:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 17:30:55, 334 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

მუხიანის დასახლებაში, ლაგურაშვილის ქ. N3-5 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში რეკრეაციული პროექტი ხორციელდება. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა რა შესაძლებლობაც იყო, ვაწესრიგებთ - მწვანდება, ბავშვებისთვის იდგმება შესაბამისი ატრაქციონები, დაირგვება ხე-მცენარეები, დაიგება რულონური ბალახი თავისი სარწყავი სისტემით, მოეწყობა განათებები. ასევე, განახლდება მოედანი, რომელსაც გასულ წელს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, თუმცა საჭიროებს დამატებითი სიახლეების შეტანას და ეს პროექტიც განხორციელდება. მაქსიმალურად ავითვისეთ აღნიშნული ტერიტორია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ დასვენების, გართობის და ვარჯიშის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია მოსასვენებელი და ფიტნეს ზონები, ასევე მოეწყობა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე თვეში დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics