2024-12-03 13:21:07, 462 ნახვა
საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი - 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმმა გაზის კაფსულა თვალში მოარტყა, კომაშია
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდა, რომელსაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სპეცრაზმელებმა ე.წ. გაზის კაფსულა თვალში მოარტყეს, კომაშია.
როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, დაშავებულ აქციის მონაწილეს ოპერაცია გაუკეთდა.
„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!!
გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა.
მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ.
ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!
ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“- წერს ჟორჟოლიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,