|
2024-12-01 22:02:32, 323 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება
პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. ვითარება პერიოდულად იძაბება ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმის წევრები პერიოდულად ისვრიან ნივთებს აქციის მონაწილეების მისამართით. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას და დანებებას არ აპირებენ. ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. 29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)