16:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 18:06:40, 273 ნახვა

საზოგადოება
მერია - უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტერიტორიაზე მიწის საექსკავაციო და გვირაბის რკინაბეტონის ფილის მოწყობის სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, გვირაბის კედლების არმირების პროცესი ხორციელდება.  

სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. 

„უნივერსიტეტის ქუჩაზე ეწყობა გვირაბი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ ბაგების დასახლებაში, ახლად აშენებული ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩას პირდაპირ დავუკავშირდეთ, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადავიდეთ. ეს უნივერსიტეტის ქუჩას ძალიან დაეხმარება და განტვირთავს თამარაშვილის გამზირსაც. ტერიტორიაზე, მუშაობის თვალსაზრით, გარკვეული პრობლემები გვქონდა. მოგვიწია არსებული კლდის ჩამოშლა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარკვეულწილად, შეფერხებით ვმუშაობდით, თუმცა პროექტს ძალიან მალე, მომავალი წლის პირველ კვარტალში დავასრულებთ. დედაქალაქში მსგავსი სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, დამონტაჟდება LED სანათები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები. 

აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც თავის მხრივ, ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით. 

პროექტს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით ფინანსდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics