16:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 04:54:32, 400 ნახვა

საზოგადოება
მირტყეს უმოწყალოდ, სასამართლოს ველოდები და ღამის 3 საათზე გადამიდეს, რომ დამიმძიმონ მუხლი | აქციის მონაწილე

გასულ ღამეს, აქციაზე დაკავებული ირაკლი წულაია სასამართლო დარბაზიდან საკუთარ ფოტოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ სახეზე მას დაზიანებები აღენიშნება და წერს, რომ სპეცრაზმელებმა მას და მის ძმას სცემეს, გადაიყვანეს იზოლატორში და მთელი დღეს, სასამართლო პროცესის ლოდინის მიუხედავად, ღამის სამ საათზე სხდომა გადადეს:

"7-მა სპეცნაზელმა გამიტაცა მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს,  48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა! ერთადერთი იმას ვნანობ რომ ეს ორი დღე არ ვიყავი თქვენთან ერთად, გადავივლებ და მოვდივარ! ცემას კი არა ცხოვრებასაც გავიღებ ამ ბრძოლისთვის! 
ყველა ქოცმა თქვენ თავით წამშალეთ, ვის პოსტსაც ვნახავ ვოლზე დედიდან დაწყებული, მკვდრით დამთავრებული არ დაგიტოვებთ არცერთს თქვე მოღალატეებო!
ვერ გაგვაჩერებთ! ვერ გაგვაჩუმებთ!  ვერ შეგვაშინებთ!
თქვენი აღსასრული დადგა ქოცებო !!!" წერს წულაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics