12:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 22:57:37, 354 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს, ისმის გამაფრთხილებელი მოწოდება წესრიგის დამყარებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ იშლებიან.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. 

მანამდე, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს რამდენჯერმე კვერცხები ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს.

შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინ, 28 ნოემბერსაც გაიმართა.

მოქალაქეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics