|
2024-11-29 21:55:07, 425 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმია მობილიზებული - აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები ესროლეს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. სპეცრაზმის გარდა, გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც. პერიოდულად, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება იძაბება, თუმცა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება არ ყოფილა. ამასთან, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს რამდენჯერმე კვერცხები ესროლეს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ „არ შეეგუებიან ქვეყნის გარუსებას და გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველო პროევროპულ კურსზე დაბრუნდეს“. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინ, 28 ნოემბერსაც გაიმართა. მოქალაქეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)